четверг, 12 июля 2012 г.

ტრენინგების განრიგი

; საჯარო სკოლების მასწავლებელთათვის ტრენინგები დაიწყება:

ახმეტის მუნიციპალიტეტი

I  ჯგუფი - ახმეტის #2 საჯარო სკოლა - 9 სთ
II  ჯგუფი - ახმეტის #2 საჯარო სკოლა - 13 სთ
III  ჯგუფი - ქვემო ალვანის საჯარო სკოლა - 10 სთ

ყვარელის მუნიციპალიტეტი:

IV ჯგუფი - ყვარლის #2 საჯარო სკოლა - 9 სთ
V ჯგუფი - ყვარლის #2 საჯარო სკოლა - 9 სთ

ლენტეხის მუნიციპალიტეტი
VI ლენტეხის
VII

"1:1 ელექტრონული სწავლება" ტრენინგები 2012

ამა წლის 16 ივლისიდან იწყება "1:1 ელექტრონული სწავლების ტრენინგები საქართველოს საჯარო სკოლების 1 კლასის დამრიგებლებისა და პირველ კლასში შემსვლელი ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელთათვის.

вторник, 8 мая 2012 г.


ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება


არასოდეს:
  გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას -ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

   დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს მანამ, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

  დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ “ინტერნეტმოძალადეების” ყურადღებას მიიპყრობს.

  უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის
შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ.
 არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა (“პაროლი”) შენი მშობლების გარდა
მობილური ტელეფონები და  ინტერნეტით დაშინება/მუქარა
 დღესდღეობით მობილური ტელეფონი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონით ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, ვიყენებთ კამერას, რადიოს, კომპიუტერს და სხვ. ეს საშუალებები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება მათი ბოროტი განზრახვით გამოყენება.
დამშინებლებმა და ინტერნეტ-მოძალადეებმა
შეიძლება მობილური გამოიყენონ შემდეგი
მიზნებისთვის: 
   გადაგიღონ ფოტო, როდესაც ამას არ ელი! შემდეგ უკვე შენი დაშინებისა და შეურაცხყოფის მიზნით ფოტო ინტერნეტში
განათავსონ.

   ნებისმიერ დროს დაგიკავშირდნენ ტელეფონზე ან მოგწერონ შეურაცხმყოფელი ან მუქარის
შემცველი მესიჯები.
  გამოგიგზავნონ შეურაცხმყოფელი ფოტოები ან ვიდეოები შენს მობილურზე.

  გაავრცელონ შენი ტელეფონის ნომერი სხვადასხვა ადამიანთან ან ვებ-გვერდებზე.
 დაიცავი თავი მობილურით დაშინებისგან!
   იყავი ფრთხილად და იფიქრე, თუ ვისთან შეიძლება ტელეფონის ნომრისა და ფოტოების გაზიარება. ფოტო შეიძლება გადაგზავნილ იქნეს ნებისმიერ ადამიანთან, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნას.

  მოერიდე მობილურით შეურაცხმყოფელი მესიჯის უკან დაბრუნებას. ამით შენ კიდევ უფრო წაახალისებ მობილურით დაშინებას.

  დაბლოკე იმ ადამიანების ნომრები, რომელთანაც არ გსურს გააგრძელო კონტაქტი.

  შეინახე შეურაცხმყოფელი მესიჯები (დროისა და თარიღის მითითებით), როგორც შენი შეურაცხყოფის დამადასტურებელი სამხილი.

  აჩვენე შეურაცხმყოფელი მესიჯები შენთვის სანდო უფროს ადამიანებს. მათ შეუძლიათ ჩანაწერების სამხილად გამოყენება და
შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინება.
იყავი მობილური ტელეფონის კარგი  მომხმარებელი (“მოქალაქე”): 
  ყურადღებით შეარჩიე სიტყვები. ელექტრონული წერილის მსგავსად, მესიჯის დიდი ასოებით მიწერა რეალურ ცხოვრებაში
ყვირილის ტოლფასია.

  ყურადღებით იყავი სხვა (განსაკუთრებით უცნობი) ადამიანების ფოტოების გამოყენებისას. დარწმუნდი, რომ ისინი
თანახმა არიან გამოჩნდნენ ფოტოზე.

  გააგზავნე მხოლოდ ისეთი მესიჯები, რომლის მიღება შენც გაგიხარდებოდა. ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საინტერესო
და სახალისო სამყაროა, რომელსაც, თავის მხრივ, ახლავს ფარული საფრთხეები. ეს რჩევებიდაგეხმარება, უსაფრთხოდ გამოიყენო საოცარი და ინფორმაციული ინტერნეტსივრცე!...
ყოველთვის:
 იყავი ფრთხილი და იფიქრე, თუ ვის უგზავნი ფოტოს. შეიძლება ვინმემ შენი ფოტო არასწორი მიზნებისთვის ან ბოროტად
გამოიყენოს.

 უთხარი შენს მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს, თუ ისეთ ინფორმაციას  წააწყდები, რაც დისკომფორტს გიქმნის.

 დაეკითხე შენს მასწავლებელს ან მშობელს, სანამ რაიმე პროგრამას გადმოიწერ, დააინსტალირებ ან გააკეთებ ისეთ რამეს,
რამაც შეიძლება დააზიანოს შენი კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის პირად ინფორმაციას.

 სოციალური ქსელის სწრაფ მესინჯერში (IM) დარეგისტრირებისას დააყენე ისეთი პარამეტრები, რომელიც შენს გვერდს “პირადს” გახდის.

 იყავი ონლაინსივრცის კარგი “მოქალაქე”. არასდროს გააკეთო ისეთ რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს ან კანონსაწინააღმდეგო იქნება.

 დაეხმარე შენს მშობლებს, გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი შემეცნებისა და გართობის მიზნით. მიაწოდე მშობლებს
ინფორმაცია ინტერნეტის, კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ.

 დაბლოკე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც არ გსურს საუბარი. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, ჰკითხე მასწავლებელს, მშობელს ან სანდო მეგობარს.

 დაიცავი ოჯახის წესები.

 ინტერნეტში დაშინების ან ძალადობის შემთხვევაში მიმართეთ
World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის ოფიცერს.
ტელეფონი: (+995 32) 2 15 75 15
ელ. ფოსტის მისამართი: cpGeorgia@wvi.org

четверг, 8 декабря 2011 г.

კოლეგების კონსულტირება

დეკემბრიდან დაიწყო კოლეგების კონსულტირების პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია ჩვენ, ქოუჩები,  I კლასის დამრიგებლებს

·                     დავეხმარებით მასწავლებლებს საბაზისო ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ტექნოლოგიების საკლასო აქტივობებში ინტეგრირებაში
·                      დავეხმარებით მასწავლებლებს დაგეგმონ და დანერგონ სტანდარტზე დაფუძნებული გაკვეთილები, რომლებიც ტექნოლოგიების ინტეგრირებას ახდენენ
·             




среда, 2 ноября 2011 г.

გაკვეთილების გეგმების კონკურსი - Intel

კონკურსის ვადამ გადაიწია.   18 ნოემბრამდე შესაძლებლობა გექნებათ განათავსოთ თქვენი გაკვეთილის გეგმები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრებთ ვებ–გვერდს:http://inteledcentre.co.uk/

пятница, 21 октября 2011 г.

გაკვეთილების გეგმების კონკურსი - Intel

მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან – 3 ნოემბრის ჩათვლით, კომპანია Inteli–ის მიერ გამოცხადებულია გაკვეთილის გეგმების კონკურსი.
კონკურსი ეხება იმ პედაგოგებს, რომლებმაც მიმდინარე წელს გაიარეს "1:1 ელექტრონული სწავლების" ტრეინინგ კურსი.
გაკვეთილის გეგმა აუცილებლათ უნდა იყოს გამდიდრებული სხვადასხვა ელექტრონული თვალსაჩინოებით, და ასევე უნდა იყოს გამოყენებული საკლასო კოლაბორაციის პროგრამა.
გაკვეთილის გეგმა პირველ კლასზე უნდა იყოს გათვლილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრებთ ვებ–გვერდს:http://inteledcentre.co.uk/

четверг, 20 октября 2011 г.

School Georgia

დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის... და არა მარტო მათთვის. ეწვიეთ ვებ-გვერდს და გამოიყენეთ საგაკვეთილო პროცესში

http://skoool.emis.ge/main.php