მე, ხათუნა მარკოზაშვილი, დავიბადე თელავის რაიონი სოფელ ფშაველში. 1991 წელს დავამთავრე ფშავლის საშუალო სკოლა. ამავე წელს შევედი ქ.თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა მათემატიკის ფაკულტეტზე. 1996 წელს წარჩინებით დავამთავრე აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი, სპეციალობით მათემატიკა ინფორმატიკითა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლებით.
2000 წლიდან მუშაობა დავიწყე ფშავლის საშუალო სკოლაში ხაზვის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი სახვითი ხელოვნების/ხელოვნების და ინფორმატიკის მასწავლებლად.
2007 წლიდან ვარ სკოლის საინფორმაცო მენეჯერი და ისტ-ს მასწავლებელი.
2007 წლიდან ვარ სკოლის საინფორმაცო მენეჯერი და ისტ-ს მასწავლებელი.
2007 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "World Vision - კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისათვის". ვარ სოფელ ფშავლის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბავშვთა განვითარების მუშაკი და ფშავლის საჯარო სკოლის ჟურნალისტთა კლუბის სასკოლო ქსელის ხელმძღვანელი.
2011 წლის ივლისიდან ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ ტრენერი.
ამჟამად ვარ სსიპ ფშავლის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და ისტ-ს მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ ტრენერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision - კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისათვის" ბავშვთა განვითარების მუშაკი, ფშავლის საჯარო სკოლის ჟურნალისტთა კლუბის სასკოლო ქსელის ხელმძღვანელი და სოფელ ფშავლის თემის საინიციატივო ჯგუფის წევრი.
რამდენი რამ ვარ :)
მიყვარს ბუნება, მოგზაურობა, ყველაფერი, რაც მოძრაობასთანაა დაკავშირებული :)
"მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი..."