intel®-ის სასწავლო სერია


-1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა

 ივლისიდან იწყება  ტრენინგები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს საჯარო სკოლების ყველა I კლასის დამრიგებლისათვის.

ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.




კურსის მიზანი

ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.

სამიზნე ჯგუფი


კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 35 საათს, რომელიც 9 ტრენინგ-დღედაა დაყოფილი.

კურსის მეთოდები

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკდებელი ვარჯიში და სხვ.

ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები:

 ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.

პროგრამული უზრუნველყოფა

MS Office 2007 I
nternet Explorer
Mythware e-Learning Class V6.0

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
  • გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
  • შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად, კერძოდ: ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
  • სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
  • მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
  • შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
  • შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი ქმნის:   
  • გაკვეთილის გეგმას, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით; 
  • სასწავლო პროექტის გეგმას, რომელიც გამდიდრებულია პროექტის განსახორციელებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით;

სერტიფიცირების პირობები:


ტრენინგ-კურსის, სულ ცოტა, 30 საათზე დასწრება;გაკვეთილის გეგმის მომზადება, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით;სასწავლო პროექტის გეგმის მომზადება, რომელიც გამდიდრებულია პროექტის განსახორციელებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით;



ტრენინგ-კურსის შინაარსი:
დღე I
  • კურსის წარდგენა: მიზანი შედეგები, განრიგი, შეფასება;
  • ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლი და მიზნები სასწავლო პროცესში;
  • სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში;
  • СMPC-ის (ინტელის ბაზაზე შექმნილი მოსწავლის პერსონალური კომპიუტერი) ძირითადი ფიზიკური სტრუქტურა;
  • თაგვთან და კლავიატურასთან მუშაობა.
დღე II
  • მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, ფაილის ტიპები;
  • ტექსტის შეტანა და ფორმატირება ტექსტურ რედაქტორში.
დღე III
  • გრაფიკული ობიექტების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რედაქტორში;
  • საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში;
  • საძიებო სერვისი;
  • ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა;
  • ელექტრონული სასწავლო რესურსის მომზადება.
დღე IV
  • ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია;
  • ელექტრონულ წერილებთან მუშაობა;
  • ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა;
  • ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკის და უსაფრთხოების საკითხები;
  • CMPC-ზე დაინსტალირებული მშობლის მონიტორინგის უზრუნველყოფის პროგრამა.
დღე V
  • ელექტრონული სწავლების პროგრამული უზრუნველყოფა Mythware e-Learning Class V6.0;
  • სწავლების სამფაზიანი მოდელი;
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა.
დღე VI
  • სასწავლო ტესტის შედგენა Mythware e-Learnin Class V6.0 პროგრამაში;
  • სასწავლო პრეზენტაციის მომზადება.
დღე VII
  • პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი ხერხები და პრინციპები;
  • სასწავლო პრეზენტაციის გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • სურათებისა და ვიდეოს გადაღება CMPC-ზე დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით;
  • სურათების დამუშავება, ნახატების შექმნა CMPC-ზე დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით.
დღე VIII
  • აუდიო-ვიდეო საშუალებებისა და ელექტრონული თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • სასწავლო პროექტის მომზადება;
  • მშობლების ინფორმირება ნეთბუქების მოვლასა და ინტერნეტ უსაფრთხოებაზე.
დღე IX
  • სასწავლო პროექტისთვის ელექტრონული რესურსის მომზადება;
  • ანტივირუსები;
  • საკლასი მენეჯმენტის რეკომენდაციები.