15 ივლისიდან იწყება ტრენინგები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს საჯარო სკოლების ყველა I კლასის დამრიგებლისათვის.
ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.
ტრენინგები იწყება კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთშიც.
კერძოდ, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყება 15 ივლისიდან სსიპ ახმეტის #2 საჯარო სკოლაში და ჩატარდება ორ ჯგუფად: პირველ ჯუფისათვის ტრენინგები დაიწყება დილის 9 სთ-ზე, ხოლო მეორე ჯგუფისათვის - 13 საათზე.
სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ტრენინგები დაიწყება 20 ივლისიდან დილის 10 სთ-ზე.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყება 25 აგვისტოდან, სსიპ ყვარლის #2 საჯარო სკოლაში და ჩატარდება ორ ჯგუფად: პირველ ჯუფისათვის ტრენინგები დაიწყება დილის 9 სთ-ზე, ხოლო მეორე ჯგუფისათვის - 13 საათზე.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტში ტრენინგები დაიწყება 9 აგვისტოდან, სსიპ ქვ.ცაგერის საჯარო სკოლაში და ჩატარდება ორ ჯგუფად: პირველ ჯუფისათვის ტრენინგები დაიწყება დილის 9 სთ-ზე, ხოლო მეორე ჯგუფისათვის - 13 საათზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий